დასტა სერვისებში 3PL მომსახურებას ამატებს

დასტა სერვისებში 3PL მომსახურებას ამატებს

დასტა - დოკუმენტების მართვისა და დეპო მომსახურების სანდო კომპანია- მოხარულია, გამოაცხადოს თავისი სერვისების გაფართოების შესახებ მესამე მხარის ლოჯისტიკური (3PL) გადაწყვეტილებების დანერგვით, რომელიც უმეტესად მორგებულია მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების, სტარტაპებისა და ონლაინ მაღაზიების საჭიროებებზე. 

 

დოკუმენტების მენეჯმენტსა და დეპო მომსახურებაში ჩვენს გამოცდილებაზე დაყრდნობით 3PL სერვისების დამატება საშუალებას გვაძლევს შემოგთავაზოთ კიდევ ერთი ლოჯისტიკური გადაწყვეტილება, რომელიც შექმნილია თქვენი სასაწყობო ოპერაციების გასამარტივებლად და მარაგების ბრუნვის ეფექტურობის გასაუმჯობესებლად.

 

„ჩვენი მიზანი უცვლელია - მხარი დავუჭიროთ ბიზნესებს მათი აქტივებისა და მარაგების ეფექტურად მართვაში”- ამბობს ნინო კუხიანიძე, დასტას აღმასრულებელი დირექტორი.

 

„ჩვენი მიზანი უცვლელია - მხარი დავუჭიროთ ბიზნესებს მათი აქტივებისა და მარაგების ეფექტურად მართვაში”- ამბობს ნინო კუხიანიძე, დასტას აღმასრულებელი დირექტორი.

 

დასტაში ჩვენ გვესმის დოკუმენტებისა და აქტივების უსაფრთხო შენახვისა და ეფექტური მართვის მნიშვნელობა. 3PL მომსახურება აფართოებს ჩვენს სამოქმედო არეალს მარაგების მენეჯმენტის, შეკვეთების დამუშავებისა და შესრულებისთვის მორგებული გადაწყვეტილებების შეთავაზებით, რასაც განამტკიცებს ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმი და გამოცდილება.

 

მიუხედავად იმისა, ეძებთ უსაფრთხო საცავს მნიშვნელოვანი დოკუმენტების შესანახად თუ გამარტივებულ ლოჯისტიკურ გადაწყვეტილებს თქვენი ონლაინ ბიზნესისთვის, დასტა არის თქვენი სანდო პარტნიორი დოკუმენტების მენეჯმენტის, დეპო მომსახურებისა თუ ახლა უკვე 3PL საჭიროებისთვისაც.

 

დასტა არის თქვენი სანდო პარტნიორი დოკუმენტების მენეჯმენტის, დეპო მომსახურებისა თუ ახლა უკვე 3PL საჭიროებისთვისაც.

 

თუ გსურთ შეიტყვოთ როგორ შეგვიძლია თქვენი ბიზნესის ზრდის მხარდაჭერა და რას მოიცავს ჩვენი სერვისები, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: + 995 32 2 900 112

სიახლეები

ბოლო სიახლეები