რჩევები დოკუმენტების წყლით დაზიანების შემთხვევაში

რჩევები დოკუმენტების წყლით დაზიანების შემთხვევაში

საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა სარდაფებში, სხვენებში, დაუცველ საწყობებში ან ბინებში კომპანიის კუთვნილი დოკუმენტაციის წყლით დაზიანება. ჩვენ გასწავლით, თუ როგორ უნდა მოიქცეთ მსგავს შემთხვევებში.

ნაბიჯი 1: ზომები სწრაფად უნდა მიიღოთ, რადგან ობის და სოკოს გავრცელება 24-48 საათში იწყება. უმჯობესია, დაგვიკავშირდეთ და გაიაროთ ჩვენთან უფასო კონსულტაცია. დარეკეთ ნომერზე: + 995 32 2 900 112

ნაბიჯი 2: გააშრეთ და გაანიავეთ დოკუმენტები. ობის პრევენციისთვის და სველი დოკუმენტების გასაშრობად ვიქცევით შემდეგნაირად:

  • საშრობით გაშრობა - საშრობი განათავსეთ დოკუმენტების გარშემო ჰაერის ცირკულაციისთვის.
  • ფრთხილად გამოიყენეთ ხელსახოცი - ხელსახოცი შეიწოვს სისველეს და ხელს შეუშლის დოკუმენტების ზედაპირებით ერთმანეთთან მიკრობას.
  • განაცალკევეთ დოკუმენტები ერთმანეთისგან - მაქსიმალურად უნდა მოხდეს დოკუმენტების განცალკევება, რათა ისინი უფრო ადვილად გაშრეს.
  • თუ დოკუმენტი გამძლეა, შეგიძლიათ, გამოიყენოთ ტანსაცმლის საკიდი - მიზიდულობის ძალით შეიძლება სინესტის დონე შემცირდეს.
  • წიგნებისთვის გამოიყენეთ სამზარეულოს ქაღალდი - ქაღალდი ჩააფინეთ ფურცლებს შორის, რათა შეიწოვოს სინესტე. ქაღალდი ჩადეთ ყოველი 25-ე ფურცლის შემდეგ.

 

ნაბიჯი 3: აუცილებლად უნდა დავიმახსოვროთ, რომ ობი კარგად ვრცელდება თბილ და ნოტიო გარემოში. მცირე შანსია, რომ გაჩნდეს დაბალი ტემპერატურის პირობებში, ამიტომ მიჰყევით ინსტრუქციებს:

  • შეინახეთ სველი დოკუმენტები ისეთ ოთახში, სადაც ტემპერატურა მაქსიმალურად დაბალია;
  • თუ არ გაქვთ საშუალება დაუყოვნებლივ დაიწყოთ გაშრობის პროცესი, გამოიყენეთ საყინულე, რათა დაზოგოთ დრო და შეაჩეროთ ობის გავრცელება.
  • დახმარებისთვის კვლავ დაგვიკავშირდით ჩვენ. დასტას აქვს გამოყოფილი გრილი სივრცეები.
დატბორილი არქივები და კომპანიის დაზიანებული დოკუმენტაცია საკმაოდ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, განსაკუთრებით საგადასახადო აუდიტების შემოსვლის შემთხვევაში. დოკუმენტების აღდგენა და პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება კი დიდ დროსა და ხარჯებს მოითხოვს, ვიდრე მათი დაცულ ტერიტორიაზე განთავსება და შენახვა.

თუ დახმარება გჭირდებათ, დაგვიკავშირდით. ჩვენ გვაქვს სველი დოკუმენტების აღდგენის გამოცდილება და საწყისი კონსულტაცია ყოველთვის უფასოა.

 

სიახლეები

ბოლო სიახლეები