დასტამ საქართველოს ყველაზე თანამედროვე საარქივე სივრცე გახსნა თბილისში

დასტამ საქართველოს ყველაზე თანამედროვე საარქივე სივრცე გახსნა თბილისში

დასტამ მომსახურებაზე მზარდი მოთხოვნის საპასუხოდ 2017 წლის 21 თებერვალს თბილისში, სამგორის რაიონში, გახსნა ახალი დაცული საარქივე სივრცე.

„ჩვენი ძველი საცავი, რომელიც თბილისის გარეთ მდებარეობდა, უკვე გადატვირთული იყო და აღარ იძლეოდა კომპანიის ზრდის საშუალებას. ახალი შენობა კი ოთხჯერ მეტი რაოდენობის დოკუმენტაციას იტევს და ადგილმდებარეობაც უფრო მოსახერხებელია კლიენტებისთვის“ - ამბობს ქეთევან შველიძე, კლიენტებთან ურთიერთობის ოფიცერი.

..."ახალი შენობა კი ოთხჯერ მეტი რაოდენობის დოკუმენტაციას იტევს და ადგილმდებარეობაც უფრო მოსახერხებელია კლიენტებისთვის“ - ქეთევან შველიძე, კლიენტებთან ურთიერთობის ოფიცერი.

შენობა, რომელიც მოიცავს ოფისს და 15 მ სიმაღლის ჭერის მქონე საცავს, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენდა. მშენებლობა შესრულდა კომპანია Temesist-ის დიზაინითა და მეთვალყურეობით, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი სასაწყობო-საინჟინრო თურქული ფირმაა. დასტას დოკუმენტების საცავი არის ყველაზე თანამედროვე საცავი საქართველოში. შენობა აღჭურვილია უსაფრთხოების უახლოესი სისტემებით, როგორიცაა: ხანძრის დეტექტორები, მოძრაობის დეტექტორები, ვიდეო კამერები, წყალდიდობის საწინააღმდეგო და კიბერუსაფრთხოების სისტემები. ტერიტორიას 24 საათის განმავლობაში დაცვა იცავს. დასტას ასევე აქვს დამატებითი ტერიტორია, რათა საჭიროების შემთხვევაში საცავის სივრცე გააფართოვოს.

„დასტას მთავარი პრიორიტეტია, კლიენტებს დოკუმენტების შესანახად საუკეთესო სერვისი და დაცული, უსაფრთხო გარემო შესთავაზოს. ახალი საცავი კი ამის შესრულებას ძალიან გვიმარტივებს. 2014 წლის შემდეგ, რაც ბაზარზე შევედით, ჩვენი კომპანია მუდმივად იზრდება. ამჟამად ჩვენ ვემსახურებით საკმაოდ ბევრ ქართულ კომპანიას, რომლებიც თავიანთ მნიშვნელოვან დოკუმენტებს ჩვენ გვანდობენ. ახალი საცავის დახმარებით კი ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ ბიზნესის ზრდა“ - ამბობს დასტას გენერალური დირექტორი დაან ჰარმსენი.

"დასტას მთავარი პრიორიტეტია, კილენტებს დოკუმენტების შესანახად საუკეთესო სერვისი და დაცული, უსაფრთხო გარემო შესთავაზოს. ახალი საცავი კი ამის შესრულებას ძალიან გვიმარტივებს." - დაან ჰარმსენ, დირექტორი, დასტა რექორდს მენეჯმენტი

 

სიახლეები

ბოლო სიახლეები