დასტა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს აფორმებს კოლეჯ მერმისთან

დასტა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს აფორმებს კოლეჯ მერმისთან

2019 წლის 9 ივლისს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა "დასტა რექორდს მენეჯმენტსა" და პროფესიულ კოლეჯ "მერმისს" შორის. კოლეჯი "მერმისი" პროფესიული განათლების ერთ-ერთ წარმატებულ კერას წარმოადგენს საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში. მემორანდუმის ფარგლებში კოლეჯი „მერმისი“ სტუდენტებს შესალებლობას მისცემს, განივითარონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები დასტაში სტაჟირების გავლით.

ამავე წლის 17 ივლისს შედგა მორიგი შეხვედრა, რომლის დროსაც მხარეებმა განიხილეს მემორანდუმის დანერგვის დეტალები. შეხვედრას ესწრებოდნენ დასტას დირექტორი დაან ჰარმსენ, კოლეჯ "მერმისის" ადამიანური რესურსების მენეჯერი ლალი ბეშკენაძე და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი ქ-ნი მარინა გოგოლაძე.

„ჩვენ მოხარულები ვართ, წვლილი შევიტანოთ სახელმწიფოს მისიაში, განავითაროს პროფესიული განათლება საქართველოში და ველით წარმატებულ თანამშრომლობას კოლეჯ მერმისთან“ - დაან ჰარმსენ, დირექტორი, დასტა რექორდს მენეჯმენტი

კოლეჯი "მერმისი" 2007 წლიდან შეიქმნა და მისი მისიაა, წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობაში, შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი მაღალკვალიფიციური და სამოქალაქო ცნობიერების მქონე კადრების მომზადების გზით. დღეისათვის კოლეჯში 500-ზე მეტი ადამიანი ეუფლება სხვადასხვა პროფესიას და აქტიურად ავითარებენ პროფესიულ განათლებას საქართველოში.

სიახლეები

ბოლო სიახლეები