დოქტორი ბეილი, რექორდს მენეჯმენტის ამერიკელი ექსპერტი თბილისში

18 სექტემბერს, სასტუმრო ძველ თბილისში  გაიმართა სემინარები რექორდს მენეჯმენტის შესახებ: "რექორდს მენეჯმენტის ძირიადი პრინციპების შესავალი" და "ბიზნესის უწყვეტობა, რისკების მართვა და არსებითი დოკუმენტები".  სემინარებში 50 - ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.


დოქტორი ბეილი ერთმანეთს ადარებს რექორდს მენეჯმენტის ახალ და ძველ პრაქტიკებს

დოქტორი ბეილი ერთმანეთს ადარებს რექორდს მენეჯმენტის ახალ და ძველ პრაქტიკებს

დოქტორმა ბეილიმ დამსწრეებს გაუზიარა ჩრდილოეთ ამერიკაში და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მუშაობის ვრცელი გამოცდილება. პირველი სემინარის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ რექორდს მენეჯმენტის ძირითად პრინციპებს და მის განვითარებას წლების განმვალობაში. ასევე იმსჯელეს დოკუმენტების შენახვის ვადებზე, დაარქივების სისტემებსა და ინფორმაციის უსაფრთხოებაზე. მეორე სემინარზე დამსწრეებმა განიხილეს საქმიანობის განვითარებისას ყველაზე ცუდი სცენარი, დაფიქრდნენ თუ როგორ უნდა მოიქცნენ შესაძლო კატასტროფების დროს. "მეგონა ჩვენ შესახებ საუბრობდა" განაცხადა ერთ-ერთმა მონაწილემ, სემინარი იმდენად ზუსტად ასახავდა მის კომპანიაში არსებულ მდგომარეობას. 

დასტა მომავალშიც გეგმავს განაგრძოს საგანმანათლებლო პროექტების ჩატარება და ხელი შეუწყოს საქართველოში რექორდს მენეჯმენტის განვითარებას. 

"მეგონა ჩვენ შესახებ საუბრობდა"
სემინარის მონაწილე
სემინარის მონაწილე
დოქტორ ბეილი სემინარის ჩატარებისას

დოქტორ ბეილი სემინარის ჩატარებისას მონაწილეების წინაშე

გამოყენებული მასალები:

ამ ფაილების გადმოწერით თქვენ ეთანხმებით დაიცვათ ქვევით მოცემული საავტორო უფლებები. 

Introduction to Principles of Modern Records Management (PDF, 3.3MB)

Business Process Continuity, Disaster Recovery, and Vital Records (PDF, 1.2MB)

საავტორო უფლება © 2014 სს დასტა რექორდს მენეჯმენტი "დასტა".
ყველა უფლება დაცულია. ამ ფაილების ან მათი შემადგენელი ნაწილების გამოყენება და გავრცელება ავტორის მიუთითებლად დასტას წერილობითი თანხმობის გარეშე დაუშვებელია.

დოქტორი რობერტ ბეილი

დოქტორ ბეილის მოპოვებული აქვს მაგისტრის ხარისხი რექორდს მენეჯმენტში, და დოქტორის ხარისხი ადმინისტრაციაში. ის არის სერტიფიცირებული რექორდს მენეჯერი. მრავალი წლის განმავლობაში ის მუშაობდა, როგორც რექორდს მენეჯერი ამერიკის შეერთებული შტატების და სინგაპურის სახელმწიფო სტუქტურებში და კითხულობდა ლექციებს. დოქტორი ბეილი მიწვეული იყო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში,  როგორც კონსულტანტი და მონაწილეობდა კომერციული რექორდს ცენტრების ჩამოყალიბებაში. ამჟამად, ის უძღვება საქმისწარმოების და კორპორაციის მონაცემების მართვის პროგრამებს ლას-ვეგასის საერთაშორისო აეროპორტში, რომელიც სიდიდით მე-8 ადგილზეა მსოფლიოში. 

სემინარების პარტნიორია:

საქართველოს ბანკების ასოციაცია