სამედიცინო დაწესებულებებს უკვე შეუძლიათ ისარგებლონ დოკუმენტაციის შენახვის აუთსორსინგის უპირატესობით

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით შესაძლებელი ხდება არქივის აუთსორსინგი

2019 წლის 17 აპრილს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მიიღო ახალი რეგულაცია, რომლის თანახმადაც სამედიცინო დაწესებულებებს უფლება ეძლევათ შეინახონ მათ ხელთ არსებული დოკუმენტაცია კერძო არქივებში და, ამავდროულად, უქმდება წინა ბრძანება, რომელიც მათ ავალდებულებდა დოკუმენტაცია შეენახათ საკუთარ შენობაში. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ეროვნულ არქივსა და იუსტიციის სამინისტროს შორის კონსულტაციების შედეგად.


"მოხარული ვართ, რომ სამინისტრო აცნობიერებს რეალურ სარგებელს, რაც ჩვენი სერვისებით შეგვიძლია შევთავაზოთ სამედიცინო დაწესებულებებს“ - ამბობსდასტა რექორდს მენეჯმენტის დირექტორი დაან ჰარმსენი. „ჩვენ უზარმაზარი, გრძელვადიანი სარგებელი მოვუტანეთ საქართველოს ეკონომიკის რამდენიმე უმნიშვნელოვანეს სექტორს, მათ შორის ფინანსურ, კომუნალურ, არასამთავრობო, საცალო, ფარმაცევტულ, სასტუმროებისა და რესტორნების ბიზნესის სექტორებს. ველით, რომ ასეთივე სარგებელს მოვუტანთ სამედიცინო ინდუსტრიას“.

 

პროცესი, რომელიც საშუალებას მისცემს სამედიცინო დაწესებულებებს აუთსორსზე გაიტანონ დოკუმენტაციის შენახვა, დაიწყო დასტას მოთხოვნის შემდეგ, რასაც თან ახლდა რამდენიმე სამედიცინო დაწესებულების მხარდაჭერის წერილი, რომელთაც გააცნობიერეს აუთსორსინგის საჭიროება დოკუმენტაციის შენახვის კუთხით და გამოთქვეს დასტას სერვისებით სარგებლობის სურვილი.

 

სამედიცინო დაწესებულებებს დოკუმენტაციის დასტაში შენახვით შეუძლიათ შეამცირონ საოპერაციო რისკები, დაზოგონ ხარჯები და სივრცე, ამასთანავე, გაზარდონ დოკუმენტების მართვის ეფექტურობა“, - ამბობსდასტა რექორდს მენეჯმენტის“ თავმჯდომარე გიორგი ახალკაცი. "როდესაც სამედიცინო დაწესებულებები აუთსორსზე გაიტანენ დოკუმენტაციის შენახვას, შეძლებენ დოკუმენტაციის შესანახად გამოყოფილი სივრცის რითადი საქმიანობისთვისთვის გამოყენებას, პაციენტებისთვის უკეთესი მომსახურების გაწევისა და შემოსავლების ოპტიმიზაციისთვის. მადლობელი ვართ, რომ სამინისტრომ გააანალიზა ეს და შეცვალა არსებული რეგულაცია, რათა შესაძლებელი გაეხადა ზემოთ აღნიშნული".

როგორ დაეხმარება არქივის აუთსორსინგი თქვენს სამედიცინო დაწესებულებას:
  • ფართის დაზოგვა: გამოიყენეთ ფართი პაციენტებისა და სამედიცინო მიზნებისთვის და არა დოკუმენტაციის შენახვისთვის.
  • მსოფლიო დონის მომსახურება: დასტაში ჩვენ ვინახავთ თქვენს დოკუმენტებს უსაფრთხოდ და შეგვიძლია მოგაწოდოთ სწრაფად, სკანირებული ან ფიზიკური სახით.
  • დანახარჯების ოპტიმიზაცია: შეამცირეთ თანამშრომლებსა და ქირასთან დაკავშირებული, ასევე კაპიტალური დანახარჯები.
  • საოპერაციო რისკის შემცირება: თქვენი დოკუმენტაცია ინახება საქართველოში ყველაზე თანამედროვე დაწესებულებაში, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.

მსურს მეტის გაგება

დამიკავშირდით დღესვე!