თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია სხვის ხელში რომ არ აღმოჩნდეს, აუცილებელია დოკუმენტების სწორი განადგურება. დოკუმენტების საიმედო განადგურება თქვენი ბიზნეს საქმიანობის მიმართ ზრდის ნდობის ხარისხს. დასტა გთავაზობთ დოკუმენტების საიმედო განადგურებას, სპეციალური ქაღალდის შრედერით.
დოკუმენტების გასანადგურელად, გარე რესურსების გამოყენება, საშუალებას აძლევს თქვენს თანამშრომლებს, ქაღალდების განადგურებაზე დროის ხარჯვის ნაცვლად კონცენტრაცია მოახდინონ სამუშაოზე.
დოკუმენტების უსაფრთხო შეგროვებისთვის, თქვენს ოფისში მოვათავსებთ სპეციალურ ჩამკეტ ყუთებს.
ჩვენ გადაგვაქვს თქვენი ყუთები დაცული მანქანებით. მოთხოვნის შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია მოგაწოდოთ დოკუმენტების განადგურების როგორც სერთიფიკატი, ასევე ვიდეო მასალა.
ყველა დოკუმენტი რომელსაც ჩვენ ვანადგურებთ გადამუშავდება საქართველოში და მათგან მზადდება ქაღალდის სხვადასხვა პროდუქცია.