დასტამ საქართველოში ყველაზე თანამედროვე საარქივე სივრცე გახსნა

დასტამ მზარდი მოთხოვნის შესაბამისად, 2017 წლის 21 თებერვალს ახალი დოკუმენტაციის მართვისა და დაარქივების სივრცე, თბილისში, სამგორის რაიონში გახსნა. „ჩვენი ძველი საცავი, რომელიც თბილისის გარეთ მდებარეობდა უკვე გადატვირთული იყო და აღარ იძლეოდა კომპანიის ზრდის საშუალებას. ახალი შენობა კი ოთხჯერ მეტი რაოდენობის დოკუმენტაციას იტევს და ადგილმდებარეობაც უფრო მოსახერხებელია კლიენტებისთვის“ - ამბობს ქეთევან შველიძე, კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერი.
შენობა, რომელიც მოიცავს ოფისსა და 15 მ სიმაღლის ჭერის მქონე საცავს, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენდა. მშენებლობა შესრულდა კომპანია Temesist-ის დიზინითა და მეთვალყურებოით, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი სასაწყობო-საინჟინრო თურქული ფირმაა. დასტას დოკუმენტების საცავი არის ყველაზე თანამედროვე საცავი საქართველოში. შენობა აღჭურვილია უახელსი უსაფრთხოების სისტემებით, როგორიცაა: ხანძრის დეტექტორები, შეღწევის დეტექტორები, ვიდეო კამერები, დატბორვის საწინააღმდეგო სისტემა და ელექტრონული შეღწევის კონტროლი. ტერიტორიას 24 საათის განმავლობაში დაცვა იცავს. დასტას ასევე აქვს დამატებითი ტერიტორია, რათა საჭიროების შემთხვევაში საცავის სივრცე გააფართოვოს.
„დასტას მთავარი პრიორიტეტია კილენტებს საუკეთესო სერვისი და დაცული, უსაფრთხო გარემო შევთავაზოთ, თავისი დოკუმენტაციის შესანახად. ახალი საცავი კი ამის შესრულებას ძალიან გვიმარტივებს. 2014 წლის შემდეგ, რაც ბაზარზე შევედით ჩვენი კომპანია მუდმივად იზრდება. ამჟამად ჩვენ ვემსახურებით საკმაოდ ბევრ ქართულ კომპანიას, რომლებიც თავიანთ მნიშვნელოვან დოკუმენტებს ჩვენ გვანდობენ. ახალი საცავის დახმარებით კი, ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ ბიზნესის ზრდა“ - ამბობს დასტას გენერალური დირექტორი დაან ჰარმსენ.  

დამატებითი ინფორმაციისა და კითხვებისთვის, გთხოვთ დაუკავშირდეთ ქეთევან შველიძეს იმეილზე: ketevan.shvelidze@drm.ge, ან ტელეფონზე: +995 595 110 050