რას აკეთებთ როდესაც წყალი აზიანებს თქვენს დოკუმენტებს?

დაზიანებული და  სველი დოკუმენტების პრობლემა გაწუხებთ?

საკმაოდ ხშირია შემთხვევა როდესაც სარდაფი, სადაც დოკუმენტებს ინახავთ, იტბორება, ან თქვენი არქივის სახურავიდან ან თქვენს ზემოთა სართულის მეზობლის აბაზანიდან წყალი თქვენი ჭერის გავლით ჟონავს. ხშირია, როდესაც არქივი უყურადღებოდ რჩება და მხოლოდ გვიან გებულობთ დაზიანების შესახებ. ხოლო როდესაც იგებთ და ამოწმებთ თქვენს არქივს, ხედავთ მხოლოდ სველ ქაღალდებს, ყვირით ხმამაღლა და იმედოვნებთ რომ დოკუმენტები სერიოზულად არ არის დაზიანებული.  რას აკეთებთ შემდეგ?


ნაბიჯი 1 : იმოქმედეთ სწრაფად

როდესაც ცდილობთ აღადგინოთ სველი დოკუმენტები, დრო არ იცდის! სოკოს და ობის ზრდა-განვითრება სველ ქაღალდში 24-48 საათის განმავლობაში იწყება. აუცილებელია მაშინვე იმოქმედოთ, დაგვიკავშირდით დასტაში ნომერზე +995 32 2 900 112 და მიიღეთ უფასო კონსულტაცია.

ნაბიჯი 2:  გააშრეთ  და გაანიავეთ  დოკუმენტები

გაშრობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ობის ზრდა-განვითარების პრევენციისთვის და სველი დოკუმენტების აღსადგენად:

  • თუ შესაძლებელია საშრობით გააშრეთ: განათავსეთ საშრობი დოკუმენტის გარშემო ჰაერის ცირკულაციისათვის
  • ხელსახოცს შეუძლია შეიწოვოს გარკვეული რაოდენობის სისველე და ხელი შეუშალოს ზედაპირზე ქაღალდის/დოკუმენტის მიკრობას
  • შეძლებისდაგვარად განაცალკევეთ დოკუმენტები ერთმანეთისგან, იმგვარად რომ შესაძლებელი იყოს ზედაპირის გამოჩენა გასაშრობად
  • თუ დოკუმენტი გამძლეა, შეგიძლიათ გამოიყენოთ ტანსაცმლის საკიდი - მიზიდულობის ძალით შეიძლება სინესტის დონე შემცირდეს
  • წიგნებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ სამზარეულოს ქაღალდი, რომელსაც წიგნების ფურცლებს შორის ჩააფენთ, ქაღალდი სინესტეს შეიწოვს. გაითვალისწინეთ რომ ქაღალდი უნდა ჩადოთ ყოველი 25-ე ფურცლის შემდეგ
ნაბიჯი 3:  შეინახეთ ცივად

დაიმახსოვრეთ, რომ ობს მოსწონს ნოტიო და თბილი გარემო, ობი არ ჩნდება დაბალი ტემპერატურის პირობებში. ამიტომ გაითვალისწინეთ შემდეგი:

  • თქვენი სველი დოკუმენტები უნდა შეინახოთ ოთახში, რომელიც იქნება მაქსიმალურად ცივი
  • თუ არ გაქვთ მაშინვე გაშრობის საშუალება, გამოიყენეთ საყინულე, ეს დაზოგავს თქვენს დროს და შეაჩერებს ობის ზრდას
  • დასტას აქვს ხელმისაწვდომი გრილი ოთახი, მეტი ინფორმაციისთვის დაგვირეკეთ

 

დატბორილი არქივი სერიოზული პრობლემაა, დოკუმენტების აღდგენამ და თავდაპირველ მდგომარეობაში დაბრუნებამ საკმაოდ დიდი დრო და ხარჯები შეიძლება მოითხოვოს.

თუ დახმარება გჭირდებათ, დაგვიკავშირდით!

ჩვენ გვაქვს გამოცდილება ამ მხრივ, ხოლო პირველადი კონსულტაცია კი იქნება უფასო.

 გისურვებთ წარმატებებს!