M-Files ინფორმაციის მენეჯმენტი

დასტა არის M-Files-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში. M-Files არის პროგრამა, რომელიც კლიენტებს სთავაზობს ინფორმაციის მართვის საუკეთესო გზებს და უზრუნველყოფს სწრაფ და მარტივ წვდომას ამ ინფორმაციაზე. M-Files გამოირჩევა მაღალი დონის მომხმარებელთა მართვის სქემითა და დაარქივებული ინფორმაციისადმი უნიკალური მიდგომით, რაც გამოიხატება იმაში, რომ მომხმარებელი მასთან მუშაობს პრინციპით „რა“ ინფორმაცია აქვს შენახული, ნაცვლად იმისა, თუ „სად“ აქვს შენახული. ზემოთ აღნიშნულ მოქნილობასთან ერთად, პროგრამის სხვადასხვა ადგილას განთავსების შესაძლებლობა (როგორც ქლაუდზე, ასევე საკუთარ სერვერზე), უფრო მეტად აძლიერებს M-Files-ის მოთხოვნას ბიზნეს მომხმარებლებში, ამცირებს პროცესის დამოკიდებულებას IT სფეროზე  და იძლევა ინფორმაციის მართვის საშუალებას საკუთარი მოთხოვნებისამებრ. ათასობით ორგანიზაცია ასზე მეტ ქვეყანაში იყენებს M-Files -ის სისტემას, როგორც  ერთადერთ პლატფორმას ფრონთ ოფისისა და ბექ ოფისის საქმიანობის მართვის, ის ზრდის ეფექტურობასა და მუშაობის ხარისხს, ამავდროულად იძლევა მოქნილობის გარანტიას ინდუსტრიის რეგულაციებისა და სტანდარტებისადმი. M-Files-ით სარგებლობენ ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორებიცაა: SAS, Elekta და EADS.

ლიცენზიის გაყიდვასთან ერთად, ჩვენ ვთავაზობთ კლიენტებს სხვადასხვა სერვისებს, როგორიცაა:
  • პროგრამის ინსტალაცია, როგორც ლოკალურად, ასევე დინტანციურად.
  • მომხმარებელთა მოთხოვნებისა და პროცესების პროგრამული დანერგვა.
  • პროგრამის მომხმარებელთა და IT თანამშრომელთა დატრენინგება.
  • თქვენი არსებული სისტემის M-Files-თან მიგრაცია.
იხილეთ ვიდეოს M-Files-ის შესახებ, რომელიც მარჯვნივ მდებარეობს. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.